logo
ENG



ევროპაში წყალდიდობას 180-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულების ძებნა გრძელდება

18 ივლ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/zmysdj354ihpqdg.png
BBC

ევროპის დასავლეთ რეგიონში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობდა 180-მდე გაიზარდა. გრძელდება დაკარგულების ძებნის სამუშაოები.

დასავლეთ ევროპაში რეკორდულად უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერ წვიმას მომდევნო დღეებშიც ელოდებიან.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტიქიის შედეგად დაზარალებულ გერმანულ რეგიონს ესტუმრა. მან სოფელ შულდის მოსახლეობა მოინახულა. სოფელში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს და ის ყველაზე მეტადაა დაზიანებული.

გერმანიაში წყალდიდობას 156 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან ოთხი მეხანძე-მაშველია. 

ყველაზე მეტად გერმანიაში რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწები დაზარალდა. ხელისუფლების განცხადებით, არვაილის რაიონში ასობით ადამიანი დაიკარგა.

 

 


close დახურვა