31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა.
აქ საქართველოს ორი თბილისური გუნდი, "დინამო" და "ლოკომოტივი" წარმოადგენენ. ორივე მათგანის მეტოქე ცნობილია. "დინამო თბილისი" უელსურ "ქონას ქეი ნომადსს" ესტუმრება, ხოლო "ლოკომოტივი" - "დინამო მოსკოვს" თბილისში დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე ფორმატი შეიცვალა და შეხვედრები ერთმატჩიანი იქნება.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება.