5 აგვისტოს ევროპა ლიგა მერვედფინალური ეტაპით ბრუნდება და პირველი მატჩები გაიმართება.
პირველი მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება. “კოპენჰაგენი” დანიაში თურქულ “ბასაკშეჰირს” უმასპინძლებს. დანიურ-თურქულ დაპირისპირებაში, პირველი მატჩი თურქულმა კლუბმა 1:0 გაიმარჯვა. კიევში, დონეცკის “შახტარი” გერმანულ “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს. დონეცკელებს პირველი მატჩი გერმანიაში 1:2 აქვთ მოგებული და ამ წყვილში ფავორიტია.
მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი გელზენკირხენში გაიმართება, სადაც ერთმანეთს მილანის “ინტერი” და ესპანური “ხეტაფე” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება დღის ბოლო მატჩს, “მანჩესტერ იუნაიტედი” ოლდ ტრაფორდზე ავსტრიულ “ლასკს” უმასპინძლებს. მანჩესტერულ კლუბს პირველი მატჩი დიდი ანგარიშით 0:5 აქვთ მოგებული და 1/4 ფინალური ეტაპი თითქმის განაღდებული აქვთ. ავსტრიელებს მხოლოდ საოცრება თუ გადაარჩენთ.