ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ნორვეგიულ „რუსენბორგსა" და ავსტრიულ „ლასკს" შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, გვერდითი მსაჯები გიორგი ელიკაშვილი და ზაზა მენთეშაშვილი არიან, ხოლო მეოთხე არბიტრი გიორგი ვადაჭკორიაა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ტურის წინ, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა „ლუგანოსა" და „მალმეს" შორის, ასევე ქართველებმა განსაჯეს. „რუსენბორგისა“ და „ლასკის“ დაპირისპირება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება.