ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ესპანეთში 399, იტალიაში 454, საფრანგეთში კი 547 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა.
არანაკლებ რთული ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც პანდემიით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 449 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეზობელ თურქეთს აქ გარდაცვლილთა რაოდენობამ 123-ით მოიმატა და მთლიანობაში ორი ათასს გადააჭარბა. კოვიდ 19-ით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპანტ რუსეთშიც.