logo
ENG



ევროპის ქვეყნები შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებენ

01 ივნ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებენ. რამდენიმე ქვეყანაში საერთაშორისო ფრენები განახლდება.  

რომის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაიწყეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.  იტალია ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარს სამ ივნისს გახსნის. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19-ს 75 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 333-ით გაიზარდა. ციურიხისა და ჟენევის აეროპორტებში კი, მგზავრები რობოტ დამლაგებლებს და  ნიღბების გასაყიდ მანქანებს შეხვდებიან.  დამატებითი ადგილი გამოიყოფა თვითმფრინავში ჩასასხდომი ტერიტორიისთვის,  რათა ადამიანებმა დისტანციის დაცვა შეძლონ.

გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი იწყება. ესპანეთში კი პრემიერ მინისტრმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ 2 კვირით გახანგრძლივება სთხოვა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონ 262 ათასს აჭარბებს.  ვირუსს თითქმის 374 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 2 მილიონ 800-ს ათასს აღწევს.


close დახურვა