12 პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში ორი პარალელური პროცესი გრძელდება. საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორთან ერთად ალტერნატიულ დღის წესრიგს ამზადებს, თუმცა ქართული ოცნების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილის გუნდი მათ მიერ შემუშავებულ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვლავ დეოლიგარქიზაციის საკითხი რჩება, რომელშიც მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილს ვერ ხედავს, ოპოზიციის ნაწილი კი ევროინტეგრაციის გზაზე მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ოლიგარქ ივანიშვილს მიიჩნევს. ვინ როგორ ხედავს ევროპული დავალების შესრულების გზას და აფერხებს თუ არა პროცესს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის არსებული უთანხმოება.
ევროპული პერსპექტივის შუქ-ჩრდილები
03 სექ 202220:16
3 წუთის საკითხავი