ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ასევე ოპოზიციურ პარტიებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზსაც ეწვევა.
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.