logo
ENG



ევროპული საქართველოს ახალგაზრდა აქტივისტები მოხალისეობრივ საქმიანობას იწყებენ

18 მარ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველო“ სოციალურ კამპანიას იწყებს. პარტიამ მოხალისეებით შემდგარი მობილური ჯგუფები გამოყო, რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფ ხანდაზმულებს დაეხმარებიან. კამპანიის ფარგლებში მოხალისეები მოხუცებს პირველადი მოხმარების ჰიგიენის ნივთებსა და საკვებს მიუტანენ.

„ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით, დაეხმაროს 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, რათა უზრუნველყოს პირველადი ნივთების სახლებში მიტანა. ამ პროგრამის დაწყებამდე დაგვრჩა ერთი მთავარი ელემენტი - ეს არის შეთანხმება დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. მოხალისეობას სჭირდება სპეციალური წესების დაცვა", - აცხადებს დავით ბაქრაძე. 

„ევროპული საქართველო“ მიმართავს შესაბამის ორგანოებს, მიაწოდოს მათ ოჯახებისა და მარტოხელა მოხუცების სია, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელება.

თბილსის მერს და სხვა ქალაქების ხელმძღვანელებს მივმართავთ, მოგვაწოდონ ოჯახებისა და მარტოხელა მოხუცების სია, ვისი დამხარებაც კრიტიკულია. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ პოლიტიკური მიზნების გარეშე ვცდილობთ, ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა იმყოფებოდნენ სახლში კრიტიკულ პერიოდში და თავი დაიცვან ვირუსისგან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტია რეგისტრირებული, აქედან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.


close დახურვა