logo
ENG



ევროპული საქართველოს წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ

01 ნოე 201912:34
3 წუთის საკითხავი
 
6nj011xoy7fdl9o.png

"ევროპული საქართველოს" წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ. გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი აშშ-ს სენატის, წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ისაუბრეს. ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც.

„გვქონდა შეხვედრა სენატორ ტომ კოტონთან, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში, ერთ-ერთი წამყვანი სენატორი არის მთლიანი საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისთვის. ასევე, გვქონდა შეხვედრა უშიშროების საბჭოში ტიმ მორისონთან და გვექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი ამოცანა დღეს უნდა იყოს ამ არც თუ ისე მარტივ მომენტში, საქართველოს საკითხი არ დაიკარგოს. ამას სჭირდება აქტიური მუშაობა და ამას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება მოტივირებული და ეს ამოცანა უნდა შესრულდეს ერთ წელიწადში არჩევნების შედეგად,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.


close დახურვა