logo
ENG



ევროპული საქართველო ამბროლაურის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

14 ოქტ 202012:41
3 წუთის საკითხავი
clock 398
wnmpp10ejlv7o6d.jpg

ევროპული საქართველო ამბროლაურის მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ააიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, 12 ოქტომბერს საგანგებო შეხვედრების შემდეგ, ყველა ააიპ-ის დირექტორებს სპეციალური ცხრილის შევსება დაევალათ, სადაც მითითებული უნდა იყოს თანამშრომლის პირადი მონაცემები, ასევე რომელ პარტიას და მაჟორიტარს აძლევს ხმას.

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე მაია კაციტაძემ და გიორგი კანდელაკმა მოუწოდეს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით და შეწყვიტონ ამომრჩევლის დაშინება. მერიის თანამშრომლებს კი მიმართავენ, არჩევნების დღეს თამამად გააკეთონ არჩევანი, რადგან მათი ხმის ფარულობა გარანტირებულია.


close დახურვა