logo
ENG



ევროპული საქართველო რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

03 აგვ 202009:03
3 წუთის საკითხავი
clock 1667

ევროპული საქართველო დღეს საარჩევნო კამპანიას გახსნის და რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება 12:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში გაიმართება.

როგორც პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, საზოგადოება იმ ლიდერებს იხილავს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავენ. კახიძე დარწმუნებულია, რომ ევროპული საქართველო ქართული ოცნების დამარცხებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„დარწმუნებული ვარ, ევროპული საქართველო იქნება ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში და იქნება წამყვანი პოლიტიკური პარტია შემდგომ სამთავრობო კოალიციაში. ჩვენი მაჟორიტარები იქნებიან ძალიან საინტერესო სახეები საზოგადოებისთვის და ჩვენ ნამდვილ ბრძოლას გავუმართავთ ივანიშვილს ამ არჩევნებზე“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.


close დახურვა