logo
ENG



ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს

20 ივნ 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 1280

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერს. 

ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

„ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. 8 მარტის შეთანხმებას აქვს 2 მთავარი კომპონენტი-  ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით არცერთი ეს კომპონენტი არ არის შესრულებული. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ ქართული ოცნების მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რაც ყველამ ვიხილეთ ნოემბერში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველო ხვალინდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისინი 8 მარტის შეთანხმებას დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, ამიტომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენ განსხვავებით ხელისუფლებისგან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. გიორგი რურუა უნდა გამოვიდეს და არ მივცემთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების უფლებას. ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს ქართულ ოცნებას მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა. ჩვენ გადავარჩენთ პროპორციულ არჩევნებს და მეორეს მხრივ ვაძლევთ ვადას სრული ნორმალიზებისთვის გიორგი რურუას გამოშვების გზით“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა