logo
ENG



ევროპული საქართველო 22 სამაჟორიტარო ოლქიდან 12-ში საკუთარ კანდიდატს წარადგენს

31 ივლ 202020:44
3 წუთის საკითხავი
clock 363

„ევროპული საქართველო"  რეგიონებში 22 სამაჟორიტარო ოლქიდან  12-ში საკუთარ კანდიდატს წარადგენს.  გადაწყვეტილება ამის შესახებ პარტიაში უკვე  მიღებულია.  რუსთავის მაჟორიტარობისთვის  ირმა ნადირაშვილი იბრძოლებს.  მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძე იქნება.   

„ევროპული საქართველო“ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ამ დრომდე მართავს. პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მრავალპარტიული შეთანხმება რეგიონებში ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს. 

გაერთიანებული ოპოზიციის მასპინძელის შალვა ნათელაშვილის პარტიაში არ აკონკრეტებენ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეათანხმებენ მაჟორიტარებს, თუმცა  ამბობენ, რომ ზოგ რეგიონში შეთანხმება მოხდება, ზოგან კი მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააყენოს კანდიდატი.  

კონსულტაციებს გამოეთიშა, თუმცა „ძალა ერთობაშიასთან“ საარჩევნოდ ბლოკის შექმნას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. დიდი ხნის პაუზის შემდეგ კოალიცია შეიკრიბა და 2020 წლის საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს. პარტიის ლიდერებმა ისიც დაადასტურეს, რომ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საპარლამენტო სიაში, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძეც ვიხილოთ. 

პირველი ტურის  სტრატეგიისგან განსხვავებით, ნაციონალურ მოძრაობასა და  "ევროპულ საქართველოს"  შორის საერთო პოზიცია აქვთ მეორე ტურებთან დაკავშირებით,  ორივე პარტია აცხადებს, რომ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს უპირობოდ დაუჭერენ მხარს.

 


close დახურვა