ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ახალმა ხელმძღვანელებმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავეს. გერმანიის ყოფილმა თავდაცვის მინსტრმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევრო-კომისიის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მან ყოფილი ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი შეცვალა. ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა კი ევროსაბჭოს პოსტზე დონალდ ტუსკი შეცვალა.
ამით ევროკავშირში ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც მაისში, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო, ოფიციალურად დასრულდა. ახალმა ლიდერებმა ლისაბონის შეთანხმების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ურსულა ფონ დერ ლეიენი პირველი ქალია, რომელიც ევროკომისიას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის მთავარი ამოცანა, გაერთიანების გაძლიერება იქნება.