logo
ENG



ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის F ჯგუფის მატჩები იწყება

29 იან 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

დღეს „ევრო 2022-ის“ საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის F ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, 29 იანვარს, გერმანიას 19:00 საათზე შეხვდება. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გერმანიის გარდა, ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

გუნდი მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს. ავთანდილ ასათიანის გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ. მათ შორისაა ირაკლი თოდუა, რომელიც კვიპროსში, ლარნაკას „აეკ-ში“ გადავიდა.


close დახურვა