logo
ENG



ეზუგბაია: გორში ისევ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც ინფიცირების წყარო გახდა

14 სექ 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 927
ეზუგბაია: გორში ისევ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც ინფიცირების წყარო გახდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ადამიანების დაინფიცირების მიზეზი ქორწილი გახდა.

ეზუგბაიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავონ და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ.

"კვლავ ჩატარდა გორში 5 სექტემბერს 100-კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების. მოსახლეობას, მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ. თუ არა და ასეთი შედეგები დადგება მრავალი, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას". - განაცხადა ეზუგბაიამ.

14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში 2 392 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა. 


close დახურვა