logo
ENG



ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარაში გამოვლინდა

16 სექ 202011:09
3 წუთის საკითხავი
clock 850
ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარაში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყველაზე საყურადღებო ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ აჭარის რეგიონშია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 196 შემთხვევიდან 144 ბათუმში გამოვლინდა, 1 კი - ქობულეთში.

„გუშინდელი მონაცემებით, 2562 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 196 და გვაქვს 2758. 196 შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: ბათუმი - 144, ქობულეთი - 1, თბილისი - 29, ქუთაისი 7, საჩხერე - 1, გორი - 4, გარდაბანი - 3, ოზურგეთი - 4, ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა - 1. დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზაცია და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს. გამოჯანმრთელებულები 31 გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებებში ვირუსით ინფიცირებული 1 319 პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს, 16 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 31-ით გაიზარდა.


close დახურვა