logo
ENG



ეზუგბაია:ეჭვებია, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია, ეს ასე არ არის

27 აპრ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა არსებულ სტატიკაში ეჭვის შეტანა მიუღებელია. 

ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული სტატისტიკა ზუსტია და მისთვის გაუგებარია, რატომ შეაქვს ამ მონაცემებში ეჭვი ჟურნალისტების ნაწილს.  

"რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია, ეს ასე არ არის. გაყალებება ვერ შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდ დაავადებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება და მასთან დაკავშირებით ყველა ეს პრობლემა. როდესაც დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები გადადგა და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური იყო. კიდევ 9 კოვიდ მართვის ცენტრია ჩართული ჩვენთან ერთად. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად სწორი და რატომ უჩნდებათ კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არის დამალული მონაცემები, თითქოს სურვილი აქვთ, რომ მეტი იყოს. არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ. ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს და ეჭვები ნუ შეგაქვთ ამ სტატისტიკურ მონაცემებში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

 


close დახურვა