logo
ENG



ეზუგბაია: ბოლო 24 საათში კორონავირუსი 11 პაციენტი დაინფიცირდა

31 მარ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კლინიკაში 31 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 11 პაციენტი დაინფიცირდა.

„გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 ჩვენი ცენტრისაა, დანარჩენი 6 კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებშია. ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არაა მძიმე, კრიტიკული მდგომარეობა არც ერთთან დასტურდება.

ჩვენი ცენტრის შემთხვევები ცნობილია, ეს ინგლისის კლასტერთანაა დაკავშირებული. რამდენიმე შემთხვევაში ვიცი, რომ პირველწყარო არაა დადგენილი, მაგრამ ნაწილობრივ ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 


close დახურვა