logo
ENG



ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

30 ივლ 202020:45
3 წუთის საკითხავი
clock 251

პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარე ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. მან საკუთარი კანდიდატურა დღეს ოფიციალურად წარადგინა და საარჩევნო კამპანია გახსნა. 

"ჩვენ დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და ვიწყებთ სწორედ აქ, მცხეთიდან. არსებობს წარმავალი და მარადიული ღირებულებები. მცხეთა არის საქართველოს მარადიულობის სახე და სიმბოლო. საარჩევნო პროცესში ჩვენთვის მაინც მთავარი იქნება ადამიანი, იდეა და არა პიროვნებები. ჩვენ პიროვნებებს არ ვებრძვით, ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის", - განაცხადა ბესელიამ საკუთარი კანდიდატურის პრეზენტაციისას. 

ეკა ბესელიამ პარტია სამართლიანობისთვის 2019 წლის მაისში დააფუძნა, მანამდე კი პარლამენტის დეპუტატმა პარტია ქართული ოცნების რიგები დატოვა. 


close დახურვა