logo
ENG



ეკა ბესელია ოცნების წარმომადგენლებს მოსამართლეების 20-კაციანი სიის გადახედვისკენ მოუწოდებს

10 დეკ 201915:05
3 წუთის საკითხავი
 
nm51tpukw2ro93k.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მოსამართლეების 20-კაციანი სიის გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, სიაში მყოფი პირები მსახურობდნენ იმ პერიოდში, რომელზედაც არათუ ოცნების ხელისუფლებაში, არამედ იმ პერიოდის ხელისუფლებაში მყოფები პირებიც აღიარებენ, რომ უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი პირები იყვნენ.

„იმ 20-კაციან სიაში, რომელიც დარიგდება პარლამენტის სესიაზე 20-დან 16 არის მოსამართლე და გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს კიდევ ერთხელ. ისინი ყველანი მსახურობდნენ იმ პერიოდში, რომელზედაც არათუ თქვენ, არამედ იმ პერიოდის ხელისუფლებაში მყოფები აღიარებენ, რომ იყო უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები. სილაგაძე, მიქაუტაძე, ალანია, ქადაგიძე, გაბინაშვილი, თქვენ გყავთ ისევ ამ სიაში და მას დამატებული სხვა გვარიც. იფიქრეთ ამ ქვეყნის მომავალზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.


close დახურვა