logo
ENG



ეკოლოგები და ანას ბაღის მცველები კახა კალაძეს უჩივიან

07 ივნ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

ქალაქის მერის წინააღმდეგ პოლიციაში კიდევ ერთი სარჩელი შედის - კახა კალაძესა და მერიის მაღალჩინოსნებს ეკოლოგები და ანას ბაღის მცველები ედავებიან.

ისინი დედაქალაქის მერსა და მაღალჩინოსნებს ოთხ მუხლს ედავებიან. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ მერიის ჩინოსნებმა მშვიდობიანი აქციის გამართვას შეუშალეს ხელი.

„ჩვენ მოვითხოვთ 5 მაისს გამართულ აქციაზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას: მშვიდობიანი აქციის ხელშეშლა, ფიზიკური ძალადობა აქციის მონაწილეებზე, უკანონო დანაშაულებრივი დაჯგუფებების ფორმირება. ჩვენ ვამზადებთ საფუძველს, რომ კალაძემ სამართლებრივად და პოლიტიკურად აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი.

ერთ-ერთი დაზარალებული მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას - მისი თქმით, მან დაზიანებები ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის დროს მიიღო.

„როცა ჩავრთე ხმის გამაძლიერებელი. მოვიდა მერიის დაცვის თანამშრომლები. ცდილობდნენ წაერთმიათ ნივთი. მე მივიღე დაზიანებები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იმედი მაქვს, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს", - ამბობს აქტივისტი.

ერთ-ერთი აქტივისტი, კახა კვეკვესკირი თავად კახა კალაძეს ადანაშაულებს ძალადობაში.

„გუშინ დამიბარეს დღის მეორე ნახევარში, გამომკითხეს ყველაფერი. ამ საქმეში არსებული დეტალები დავაფიქსირე. ბოლომდე მივყვები, რადგან მინდა სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვრო. მერს თუ აქვს სინდისი და ნამუსი, ამაზე უნდა მოახდინოს რეაგირება", - ამბობს კახა კვეკვესკირი.

აქტივისტები 13 ივნისს ქალაქის მერიასთან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებენ. 


close დახურვა