logo
ENG



ელბაქიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცტექნიკა მიემართება

18 ნოე 201916:00
3 წუთის საკითხავი
 
62l55m8qwpgszuz.png

ამ წუთებში ელბაქიძის გამზირიდან რუსთველის გამზირზე სპეცტექნიკა და რამდენიმე ყვითელი ავტობუსი დაიძრა. როგორც „ფორმულას“ ექსკლუზიურ კადრებში ჩანს ავტობუსებში სპეცრაზმელები იმყოფებიან. 

გარდა ამისა, „ფორმულას“ გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, როგორ ემზადებიან პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველები პარლამენტთან გამოსასვლელად. ისინი იცმევენ სპეციალურ აღჭურვილობას, იფარებენ ჩაფხუტებს და, როგორც კადრებში ჩანს, ჩქარობენ. უცნობია სამართალდამცველთა კონკრეტული რაოდენობა. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესასრულებლად. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.

 


close დახურვა