logo
ENG



ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ქართული ოცნების მართული აქცია მიმდინარეობს

19 თებ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 
9ayuacs9hlcligh.jpg

ამ წუთებში ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მართული აქცია მიმდინარეობს.

თბილისში, ვერაზე მდებარე კაფეში ელენე ხოშტარიას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ხმაურით მიეჭრნენ. ისინი ითხოვენ, ოპოზციის წევრმა დატოვოს საპარლამენტო მანდატი. 

„ვაპროტესტებ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას. ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური ვალდებულება უნდა აიღოს საქართველოს მოსახლეობასთან, უნდა დატოვოს პარლამენტის მანდატი და საქართველოს მოსახლეობას მოუხადოს ბოდიში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მიუხედავად ადგილზე დაძაბული სიტუაციისა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ გამოცხადდნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქციაზე, რომელიც თითქოს სტუდენტების მიერაა ორგანიზებული, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე შენიშნეს. ეს უკვე მმართველი ძალის ორგანიზებული რიგით მეორე აქციაა, დღევანდელის მსგავსი მოთხოვნებით, საბჭოთა ჰიმნის პარლამენტში გაჟღერების გამო, გუშინ ღამე „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ასევე ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ჯგუფები შეიკრიბნენ. მმართველმა პარტიამ კი საჯარო კომენტარებში მათი პროტესტი გაამართლა.


close დახურვა