ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.
როგორც კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადეს, ჯამში დამწვარია 1000 კვ.მ-ს ფართობი. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ჯამში არის 1000 კვადრატი, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 20 სახანძრო ავტოცისტერნა. ამ დროისთვის, ხანძარი არის ლოკალიზებული, იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა კერესელიძემ.
ცნობისთვის, ცეცხლი სასაწყობეს ფართს გაუჩნდა. ადგილზე 20-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.