logo
ENG



ელიზაბეთ რუდი: განვიხილეთ ბევრი ვარიანტი, რათა პრობლემები გადაწყდეს

30 ნოე 201916:16
3 წუთის საკითხავი
 
b5li9a8kvpoycrl.jpg

„შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ და განვიხილეთ ბევრი ვარიანტი, რომ პრობლემები გადაწყდეს,“ - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აკეთებს.

მისი განცხადებით, მას ისედაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დაიწყებოდა დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და მოხარულია, რომ ეს გამართლდა.

„დღეს დილით შეხვედრის დაწყებამდე მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა და დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ და განვიხილეთ ბევრი ვარიანტი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელდება. ამაზე მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც შეთანხმდნენ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.


close დახურვა