პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.
სირანაშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილის საცხოვრებელში ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, პოლიციელებმა ძირს დააგდეს და წიხლებით სცემეს.
ელიზბარაშვილი გუშინ, 1 სექტემბერს, საკუთარ ბინაში ჩხრეკის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე სამართალდამცველებმა მისი ავტომობილიც გაჩხრიკეს.
