logo

ელისაბედ მეორე ბარბადოსის სახელმწიფოს მეთაური აღარ იქნება

clock 3 clock 191 clock 16 სექ 202013:30
qr846slq9k5e8rz.jpg

ელისაბედ მეორე ბარბადოსის სახელმწიფოს მეთაური აღარ იქნება, ქვეყნის ხელისუფლებამ ბარბადოსის რესპუბლიკად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. 

"მოვიდა დრო, რათა კოლონიალური წარსული უკან მოვიტოვოთ", - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში. 

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2021 წლისთვის მოვა სისრულეში, ბარბადოსის მიერ ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 55-ე წლისთავზე. 

პრემიერმინისტრმა მია მოტლიმ საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას ბარბადოსელი მეთაური უნდა ჰყავდეს. 

"ეს არის ჩვენი თავდაჯერების უმაღლესი განაცხადი, იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა პრემიერმა მოტლიმ

გამოსვლისას მოტლიმ ბარბადოსის პირველი პრემიერმინისტრის ეროლ ბეროუს გაფრთხილება გაიხსენა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხალხს განუცხადა, რომ "კოლონიურ წარსულში დაყოვნება" ქვეყანას ძვირი დაუჯდებოდა. 

ბარბადოსი კარიბის ზღვის აუზის პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც ბრიტანეთის იმპერიისგან გასვლის შემდეგ რესპუბლიკა გამოაცხადა. გვიანამ 1970 წელს, ბრიტანეთის იმპერიის დატოვებიდან 4 წლის თავზე, იგივე ნაბიჯი გადადგა. ტრინიდადმა და ტობაგომ იგივე გაიმეორეს 1976, ხოლო დომინიკის რესპუბლიკამ 1978 წელს. 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა