logo
ENG



ელისაშვილი: ამბოხების უფლება გვაქვს, როდესაც უზურპაციას ვუყურებთ

25 ნოე 201921:25
3 წუთის საკითხავი
 
v3qrnx5tz1jl5lm.jpg

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერს ელოდება, მაგრამ შეტევას აქცია წინააღმდეგობით დახვდება.

„ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდები - იქნება მათგან შეტევა, იქნება ჩვენგან წინააღმდეგობა. ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს. ყოველდღე ცდილობენ გაგვაბითურონ. კალაძე დღეს გამოვიდა და თითი გვიქნია თემა დახურულიაო, მასე ელაპარაკოს დიმიტრი ხუნდაძეს. ჩვენ გვითხრან როდის იქნება პროპორციული არჩევნები. იქნება პიკეტირება. ამბოხების უფლება გვაქვს, როდესაც უზურპაციას ვუყურებთ“, - განაცხადა ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდისგან დაპირებას შესრულებას ითხოვს. კერძოდ, ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. 

ამავდროულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკითხი დახურულია და 2020 წელს არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.


close დახურვა