logo
ENG



ელისაშვილი: საკონცენტრაციო ბანაკებში არ იქცეოდნენ ისე, როგორც გუშინ პოლიცია მოიქცა

26 ნოე 201911:22
3 წუთის საკითხავი
 
njvxllo9aplva2h.jpg

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. როგორც ელისაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, გუშინდელ აქციაზე პოლიცია მოქალაქეებს საბჭოური მეთოდებით ექცეოდა. ელისაშვილისთვის გაუგებარია, რა მიზეზით გადაწყვიტეს აქციის მონაწილეების დარბევა, მაშინ როდესაც, საკანონმდებლო ორგანოში არავინ იმყოფებოდა. 

„საკონცენტრაციო ბანაკებში არ ექცეოდნენ ისი ადამიანებს, როგორც გუშინ პოლიცია მოექცა მოქალაქეებს. შეშას რომ არ ართმევდა, რომ ჩხრეკდა, ყინვაში წყალს რომ ასხამდნენ, ღამის 5 საათზე სხდომა ხომ არ ტარდება, წყალს, რატომ ასხამ ამის დედა ვატირე?! ვერ ვხვდები რატომ მოიქცნენ ასე, დეპუტატები მუშაობდნენ თუ რას აკეთებდნენ?! რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?! შეშას რომ ართმევ, რაზე ფიქრობ მაგ დროს, რომ შეეშინდება?! რეალურად ხომ ყველა უფრო გაბრაზდა. როდესაც კარგად იქცევიან მაგასაც ვამბობ და პატივისცემას ვუცხადებ. მაგრამ გუშინ საბჭოთა მილიციასავით იქცეოდნენ. ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. ხელისუფლება ქვის ხანაშია ჩარჩენილი. პირობა შეასრულე შე ოხერო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 


close დახურვა