logo
ENG



ელისაშვილი: შიდაგადაცემის საწინააღმდეგო ახალი აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს გადავეცით

03 აპრ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

აპლიკაციას, რომელიც კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციას ახდენს, "სამოქალაქო მოძრაობა" ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს. 

ალეკო ელისაშვილის თქმით აპლიკაცია "სივილო" სინგაპურის და სხვა უცხოური მოდელებთან შედარებით უკეთესია, იმიტომ რომ ქართული რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი. აპლიკაციის ალგორითმით შესაძლებელია, კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენცია.

„დღეს გვსურს წარმოვადგინოთ აპლიკაცია და ალგორითმი. აპლიკაციაც და ალგორითმიც მოხალისეთა ჯგუფის მიერაა შემუშავებული. ის სრულაიდ უსასყიდლოდ გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს, გავუგზავნეთ მთელი მონაცემები. საქმის კურსში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩვენ ვართ მზად მათი თანხმობის შემთხვევაში, ამ კონცეფციას სრულყოფილი სახე მივცეთ და ავამოქმედოთ, რათა ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა შიდაგადაცემის წინააღმდეგ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 


close დახურვა