logo
ENG



ელისაშვილი: ძალიან მალე მივიღებ გადაწყვეტილებას პარტიას ვქმნით თუ არა

27 იან 202022:40
3 წუთის საკითხავი
 

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ მის სამომავლო გეგმებზე, ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, მის ოფისში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს, მისივე თქმით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რესურსი ამოწურა და ამ წელს მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების შეცვლაა.

„ძალიან მალე მივიღებ გადაწყვეტილებას პარტიას ვქმნით თუ არა, ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხარე დისკუსიები მიდის ჩვენთან ოფისში, ამ ბრძოლაში ისედაც ჩართულები ვართ, ერთს ვაპირებთ რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ნურავის ნუ გვეშინია ცვლილებების, ყველამ მშვიდად შევხედოთ ამ ამბავს, ხელისუფლების ცვლილება არის ჩვეულებრივი ამბავი ჩვეულებრივ ქვეყნებში და ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვეულებრივი ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავი ამოწურა და 2020 წელს უნდა გავაფორმოთ მისი ხელისუფლებიდან წასვლა“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა