logo
ENG



ელისაშვილი დემიშიზაციის კამპანიაზე: 8 წლის თავზე, თვითონ ვერ გამოდიან სააკაშვილის შიშებისგან

02 დეკ 201912:26
3 წუთის საკითხავი
 
kmk0bnc1ei3fig7.jpg

"სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი შეფასებით, "ქართული ოცნება" აგონიაშია და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სამოქალაქო შუღლის გამწვივებას ცდილობს. ელისაშვილის თქმით, სასაცილოა როდესაც ხელისუფლება 8-წლიანი მმართველობის თავზე, "დემიშიზაციის" კამპანიის აწარმოებს.

„სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ არის 2012 წლის მერე. 8 წლის თავზე, რომ მიდიხარ და დემიშიზაცია უნდა დავიწყოთ იძახიან, სირცხვილია. ან კალენდარი არ აქვთ, ან ჭკუას დამრიგებელი არ ჰყავთ?! გამოდის, რომ თვითონ ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის შიშებისგან და თვითონ ჰგონიათ, რომ სააკაშვილია ისევ პრეზიდენტი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

 


close დახურვა