logo
ENG



ელისაშვილი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს

18 თებ 202117:30
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე: ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს

ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს, ერთერთი ყველაზე ცუდი, ვინც შეეძლოთ, შეერჩიათ. ხომ ნახეთ, როგორი პრემიერმინისტრი იყო - ნულოვანი შედეგი ჰქონდა, თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ამ სიტუაციაში ქართულ ოცნებას უნდა შეერჩია ადამიანი, ვინც ნაბიჯებს დაგადგამდა სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ნაციონალების ცოცხლად შეჭმა უნდა ლამის. ეს მანიშნებელია, რომ ოცნებას ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს და განაგრძნობენ უგუნურების პოლიტიკას. ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის, ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს ოცნება


close დახურვა