logo
ENG



ელჩი IranAir-ზე: მაგალითია, რატომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყნები სანქციებს თავს არ არიდებენ

09 სექ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/09/mndh08c38g2c5ir.jpg

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს გავლით რუსეთში ირანული სატვირთო თვითმფრინავის გავლას ეხმაურება. კერძოდ, საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

"რაც შეეხება თვითმფრინავს, აშკარად ეს არის მაგალითი, რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ყველა ქვეყანა არ არის უკანა კარი სანქციების ასარიდებლად. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას საქართველოსთან, რომ აქ არ არის ასეთი ხვრელები. ყველაზე ეფექტური იქნება, ყველამ ერთად ერთგვარი ბადე შევქმნათ, რომელიც იქნება კონტროლის მექანიზმი ექსპორტთან თუ სხვა სანქციებთან დაკავშირებით", - თქვა დეგნანმა.

გუშინ 8 სექტემბერს საკითხს ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა".

სამინისტრომ დაადასტურა, რომ 4 სექტემბერს Iran Air-მა გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, თუმცა ირწმუნებოდა, რომ რეისი "ერევანი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდა და აღნიშნულმა ხომალდმა სივრცეში სულ 10 წუთი დაჰყო".

სამინისტრო ამტკიცებს, რომ Iran Air-ი "არ არის სანქცირებული კომპანია და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით".

დროას ლიდერი კი ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ სიცრუეა, რომ Iran Air-ის თვითმფრინავი სანქცირებული არ არის.


close დახურვა