საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია, თუმცა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
Reuters წერს, რომ მაკრონმა დაგეგმილი ვიზიტები უკვე გადადო.