logo
ENG



ემიგრანტების პრობლემა კვლავ მოუგვარებლია - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

02 აპრ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

მძიმე და გაუსაძლისი პირობების შესახებ სულ უფრო შემზარავი ისტორიები ისმის ემიგრანტებისგან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. სპეცრეისებისა და ბილეთების დეფიციტის შესახებ ინფორმაციას "ფორმულას" ავიაკომპანია არ აძლევს. 

პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, პოლონელი ემიგრანტები საელჩოს საერთოდ ვეღარ უკავშირდებიან. დიპლომატიურ წარმომადგენლობას გულგრილობაში ადანაშაულებენ გერმანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებიც. თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრისში 850- პირი ახლა კარანტინში იმყოფება, მაშ შემდეგ, რაც ერთ-ერთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. საცხოვრისში გუშინ ქართველმა კაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობაც სცადა. 

ქართველი ემიგრანტი, რომელიც ფორმულას დაუკავშირდა აცხადებს, რომ საქართველის დიპლომატიური უწყება გერმანიაში მყოფი იმ ქართველების დასახმარებლად, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ არაფერს აკეთებს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხვალინდელ რეისზე ბილეთსაც შეიძენდნენ, მაგრამ ყველა წინასწარ გაიყიდა. 


close დახურვა