logo
ENG



ემპათიამ რუსეთის სამხედრო პროკურატურას მოთხოვნით მიმართა

05 ნოე 201912:19
3 წუთის საკითხავი
 
u5v8k901bmg5wp7.png

ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა „ემპათიამ" რუსეთის სამხედრო პროკურატურაში, ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას მეუღლისთვის  დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.

მოთხოვნაში ასევე საუბარია, მოხდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე ობიექტური გამოძიების ჩატარებასადაც დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სარჩელი ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნება. მესამე სექტორი საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და მათ რუსეთის ფედერაციის მიმართ, ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს, რაც მათი შეფასებით ოკუპირებულ და პარაოკუპირებულ რეგიონებში, ვითარებას ართულებს.

„სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ვფიქრობთ, რომ არის ზედმეტად ლოიალურია თუ უფრო მეტი რამ არა და შესაბამისად ეს ლოიალურობა და ქვევიდან ზევით ყურება აზიანებს საქართველოს ინტერესებს, ვფიქრობთ მათ შორის მოსახლეობის ინტერესებს და ფსიქოლოგიურად უფრო მეტ თავდაჯერულობას მატებს იმისათვის, რომ განახორციელოს ასეთი მცოცავი აგრესია და ოკუპაცია“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 


close დახურვა