logo
ENG



ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ისინი გალიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ

07 აპრ 202120:08
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისთვის გასახსნელად, ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5-დღიანი კარანტინის მოხსნაზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს. 

7 აპრილს ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ. 


close დახურვა