თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გამოვლენილი 958 შემთხვევიდან თბილისში 397 დადასტურდა, ხოლო აჭარაში 226.
"იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში თითქმის სტაბილურია. იყო 22 და დღესაა 27 ახალი შემთხვევა. ქვემო ქართლში დღესაა 20, ხოლო შიდა ქართლში 34. მცხეთა-მთიანეთში 15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კახეთში - 13. სამცხე-ჯავახეთი 8 და ყველაზე ცოტა - 6 ახალი შემთხვევა გურიაშია",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსი 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 4 პაციენტი.
ჯამში საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირდა 16 285 ადამიანი. აქედან, გამოჯანმრთელდა 7 827 პაციენტი, ხოლო 128 გარდაიცვალა.
ჩატარდა 11 185 ტესტი.