logo
ENG



ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარლამენტთან კარავი მიიტანა

20 თებ 202115:07
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარლამენტის წინ კარავი მიიტანა. მისი განცხადებით, კარავთან საჯარო ლექციები ჩატარდება.

გიორგი ჩალაძე ამ ფორმით აპროტესტებს იმას, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს პარლამენტის წინ კარვის გაშლის უფლება არ ეძლევათ. 

პოლიციამ სცადა, პოლიტიკოსისთვის კარავი ჩამოერთმია, თუმცა უშედეგოდ. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, თანამოაზრეების მისვლის შემდეგ კარავი გაიშლება და საჯარო ლექცია ჩატარდება.

„კარვის ფობია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაშუ, ჩვენი უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი. მე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, მოვიდეთ აქ და ჩავატაროთ საჯარო ლექციები. ეს აქცია გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. მოვლენ სხვებიც და გავშლით კარავს", - ამბობს ჩალაძე. 

გუშინ, 19 თებერვალს, კარვის გაშლის მცდელობისას სამართალდამცველებმა 20 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. 

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიმდებარედ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ - მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.


close დახურვა