logo
ENG



ენმ-ძალა ერთობაშიას აჭარის წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ

02 ნოე 202016:13
3 წუთის საკითხავი
 
lx7lgr8rsqf1rso.jpg

ენმ-ძალა ერთობაშიას აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის უმაღლეს საბჭოში მიღებულ მანადტებზე უარს ამბობენ. 

მათი თქმით, 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბებულია და არ ასახავს მოქალაქეების ნებას.

"31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა და დოკუმენტურადაც დასტურდება. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია. ამას უმკაცრესი და უარყოფითი შეფასებები მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ". - თქვა პარტიის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა. 

ოპოზიციამ ხმების დასაცავად ხვალ, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაც დააანონსა. 


close დახურვა