"ნაციონალურმა მოძრაობამ" უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშრებულ ინციდენტზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ კადრების შესახებ ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც ჰქონდა, თუმცა საქმეში ჩართული მაღალჩინოსნები ფაქტზე თვალს ხუჭავენ.
"ამ დანაშაულში და მის დაფარვაში ჩართული იყო ყველა. დანაშაულის შესახებ იცის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც. დანაშაულის დაფარვაში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. მას შემდეგ, რაც იზორიას ძმა გაათავისუფლეს საპატრულო პოლიციის მანქანიდან, იზორიამ მის ძმას მისცა საშვი, ე.წ. ნარუშილოვკა, რომელიც პოლიციას არ მისცემდა საშუალებას, რომ ის გაეჩერებინა. 2019 წელს ბუხრაძე იბარებს დვალიშვილს [პოლიციელს], რომ მას გადასცეს ის ვიდეოკადრები, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა", - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.