logo
ENG



ენმ ქუთაისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

19 თებ 202413:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/ar33mmmmyeh6svo.jpg

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს.

16 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.


close დახურვა