logo
ENG



ენტონი ფაუჩი: რემდესივირის წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია

30 აპრ 202000:56
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი პრეპარატის „რემდესივერის“ ეფექტურობის შესახებ საუბრობს.

„წამალმა დაადასტურა, რომ შეუძლია ვირუსის ბლოკირება“ - ეს განცხადება ფაუჩიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი ინფორმაციით, პრეპარატი ამცირებს, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ასევე ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდს.

ფაუჩის განცხადებით, პაციენტები, ვინც პრეპარატი მიიღო, საშუალოდ 11 დღეში ჯანმრთელდებოდა, ხოლო მათ, ვინც პლაცებო მიიღო, საშუალოდ 15 დღე სჭირდებოდა.


close დახურვა