მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებისა და არეულობის შემდეგ ერაყის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. განცხადება ადელ აბდულ მაჰდიმ მას შემდეგ გაავრცელა, რაც შიიტი მუსლიმების სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ 2-თვიანი სისხლიანი არეულობების გამო, რომელსც 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მოქმედ მთავრობას მხარს აღარ უჭერს და ანალოგიური ნაბიჯისკენ პარლამენტის დეპუტატებსაც მოუწოდა.
გავრცელებულ განცხადებაში არ არის აღნიშნული, როდის დატოვებს პრემიერ-მინისტრი თანამდებობას. შექმნილი კრიზის გამო პარლამენტი უახლოეს საათებში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება.