logo
ENG



ერაყში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

27 სექ 202309:15
3 წუთის საკითხავი
 

ერაყში ქორწილში ხანძრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა პროვინცია ნინევიაში, ჰამდანიას რაიონში მოხდა.

ნინევიის გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, დადასტურებულია 113 ადამიანის დაღუპვა.

სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, დარბაზში ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქორწილის აღნიშვნისას ფეიერვერკი აანთეს.
ხანძარი ადგილობრივი დროით 22:45-ზე გაჩნდა, ამ დროს კი შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

"ვხედავდით, როგორ პულსირებდა დარბაზიდან გამოსული ცეცხლი", - ყვება 34 წლის იმად იოჰანა.

წინასწარი ინფორმაციით, შენობა დამზადებულია ძლიერად აალებადი სამშენებლო მასალებისგან, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ ნგრევას.


close დახურვა