შეტაკებების შედეგად ერაყში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები ერთდროულად ბაღდადსა და ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა. დაღუპულთა უმეტესობა იმ დროს მოკლეს, როდესაც დემონსტრანტები სამთავრობო და პოლიციის შენობებში შეჭრას ცდილობდნენ.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
მოსახლეობა ერაყში კორუფციასა და უმუშევრობას აპროტესტებს.