logo
ENG



ერდოღანი ნატოს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გეგმას ულტიმატუმს უყენებს

03 დეკ 201917:55
3 წუთის საკითხავი
 
45mao90eea0f0j0.jpg

თურქეთი მხარს არ დაუჭერს ნატოს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის თავდაცვის გეგმას, თუ ის ქურთულ დაჯგუფებებს ტერორისტებად არ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე გამგზავრების წინ განაცხადა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ის თანახმაა ალიანსის ინიციატივას მხარი დაუჭიროს, მაგრამ უფრო მეტ მხარდაჭერას ელის მისგან ტერორისტებთან ბრძოლაში, ასეთებად კი ის სირიაში მყოფ ქურთულ დაჯგუფებებს მიიჩნევს.

დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი სირიაში ანკარის სამხედრო ოპერაცია გახდა. შეერთებული შტატები და ნატო უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ თურქეთმა რუსეთისგან „ეს-4000“ ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. 


close დახურვა